ცხადდება კონკურსი
2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის N 97/01-01 04/05/2023 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2022 - 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა);
- პირადობის მოწმობის ასლი;
- საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
- 2022 - 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2022 წლის 7 აგვისტოდან 2023 წლის 5 თებერვლის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.
- 2022 - 2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2022 წლის 7 აგვისტოდან 2023 წლის 5 თებერვლის ჩათვლით) სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული);
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.
საბუთები მიიღება 8 – 15 მაისის ჩათვლით (კალენდრით გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში) VI კორპუსი, №201, 10:00 -17:00 სთ.
პირველადი შედეგები გამოქვეყნდება: 18 მაისი
აპელაცია: 19 მაისი 15:00 სთ-მდე (აპელაცია მიიღება მისამართზე social@tsu.ge)
საბოლოო შედეგები გამოცხადება: არაუგვიანეს 22 მაისი
გისურვებთ წარმატებებს!